Tuesday, March 27, 2012

ნიკოლოზ (ტატო) ბარათაშვილი

 
 ,,სული შენი ეძებს ახალ საზრდოს,აზრი შენი  ეტრფის უფრო დიდ საქმიანობას,უფრო ძლიერსა და პათეტიკურ სცენებს.და სანამ ის თავის დანიშნულებას მიაღწევდეს,მოწყენილი და ნაღვლიანია...''



დაბადების თარიღი: 4 დეკემბერი, 1817
დაბადების ადგილი: თბილისი
გარდაცვალების თარიღი: 21 ოქტომბერი, 1845
გარდაცვალების ადგილი: განჯა, აზერბაიჯანი
ეროვნება: ქართველი
საქმიანობა: პოეტი
იხ.ვრცლად



ნიკოლოზ ბარათაშვილი დაიბადა გაღარიბებული არისტოკრატის, იმპერატორის ერთგული მოხელის ოჯახში. დედა - ეფემია, და გრიგოლ ორბელიანისა, ერეკლე II-ის შვილიშვილი იყო. თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში (1827-1835) ბარათაშვილის მასწავლებელი იყო სოლომონ დოდაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ბარათაშვილი ამაოდ ოცნებობდა უმაღლესი განათლების მისაღებად რუსეთს გამგზავრებაზე. ეს გეგმა ჩაეშალა უსახსრობის გამო, რასაც მაშინ მ. ბარათაშვილის ერთდროს წარჩინებული ოჯახი განიცდიდა. განუხორციელებელი დარჩა აგრეთვე, კოჭლობის მიზეზით, პოეტის განზრახვა მოქმედ არმიაში განწესებისა. მიუხედავად ღრმა სულიერი დეპრესიისა, რომელიც შეინიშნებოდა ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში 1832 წლის შეთქმულების ჩაშლის შემდეგ და რაც იმედგაცრუებულ ყმაწვილ პოეტს, თანამედროვეთა მოწმობით, ხშირად "ამა სოფლის ამაოებათაკენ" უბიძგებდა, ბარათაშვილი და მის გარშემო შემოკრებილი ახალგაზრდა ლიტერატორები მაინც ცდილობდნენ კულტურულ-საზოგადოებრივ საქმიანობის წამოწყებას. მაგრამ მათი მეცადინეობა რაიმე მნიშვნელოვან კვალს ვერ აჩნევდა იმდროინდელ სულიერ ცხოვრებას.
ბარათაშვილის შემოქმედება ქართული რომანტიზმის მწვერვალია. მისი პოეტიკა და სტილი რომანტიკული პოეტური აზროვნების სრულყოფილი გამოხატულებაა. ილია ჭავჭავაძის აზრით, ბარათაშვილის შემოქმედება მოასწავებს ევროპეიზმის დამკვიდრებას ქართულ მწერლობაში, რაც ისტორიულად დაკავშირებული იყო აღმოსავლეთი (სპარსული) პოეზიის გავლენათა უარყოფასთან. როგორც მოაზროვნემ და მხატვარმა, ბარათაშვილმა გეზი მისცა მთელი XIX საუკუნის ლიტერატურის განვითარებას საქართველოში. ბარათაშვილის მსოფლმხედველობრივ ინტერესთა რკალი მეტად ფართოა, ხოლო მიზეზთა მიზეზი მისი სულიერი ტკივილისა ეროვნულ სინამდვილესთან არის დაკავშირებული.

ცალმხრივი სიყვარული

მას მოფერებით ტატოს ეძახდნენ...მხოლოდ 28 წელი იცოცხლა,მაგრამ იმდენი მოასწრრო,რასაც ზოგიერთი ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზეც ვერ მოახერხებდა.ხშირად იყო სევდიანი,მაგრამ მომავლის ყოველთვის სჯეროდა.სიყვარულში არ გაუმართლა,არადა,როგორ უყვარდა?!საოცარია,მძიმე ცხოვრების მიუხედავად,როგორ შეინარჩუნა ასეთი მგრძნობიარე გული?საინტერესოა,ვინ იყვნენ მისი მუზები?..
                                    

  მშვენიერი მაიკო ორბელიანი ბარათაშვილის ნათესავი იყო.მას საქმროც ჰყავდა,მაგრამ ქორწილი არ შედგა.იქნებ იმიტომაც,რომ საქართველოში ვიზიტად მყოფ ნიკოლოზ I-ს უღირსმა ქართველებმა მაიკო ერთი ღამით მიჰგვარეს.ამის შემდეგ შეურაცხყოფილი ქალი ჭლექით დაავადდა და გარდაიცვალა !1817/18-1849)
საყვარელო დაო მაიკო!
გუშინწინ დღეობა იყო და მეტად გავმხიარულდი,სრულიად უმიზეზოდ,უანგარიშოდ,ისე,მეც არ მოველოდი.ბევრჯერ მოგიგონე,როგორ გნატრობდირომ აქ ყოფილიყავ...მაგრამ ამაოდ...ეს ღამეც წავიდა,ვითარცა სიზმარი.კიდევ მომნახა ჩვეულმა მოწყენილობამ.ვისაც საგანი აქვს,ჯერ იმის სიამოვნება რა არის ამ საძაგელ ქვეყანაში,რომ ჩემი რა იყოს,რომელიც,შენც იცი,დიდი ხანია ობოლი ვარ.არ დაიჯერებ მაიკო!სიცოცხლე მომძულებია ამდენი მარტოობით.შენ წარმოიდგინე მაიკო,სიმწარე იმ კაცის მდგომარეობისა,რომელსაც მამაცა ჰყავს,დედაც,დებიც,მრავალნი მონათესავენი და მაინც კიდევ ვერავის მიჰკარებია,მაინც კიდევ ობოლია ამ სავსე და ვრცელ სოფელში!ვინც მაღალი გრძნობის მეგონა,ის აღმოჩნდა უგულო;ვისი სულიც განვითარებული მეგონა,მას სული არ ჰქონია;ვისი ცრემლნი მეგონებოდენ ცრემლად სიბრალულისა,გამომეტყველად მშვენიერის სულისა,თურმე ყოფილან ნიშანნი ცბიერებისა,წვეთნი საშინელის საწამლავისა!სად განისვენოს სულმა,სად მიიდრიკოს თავი?ვიცი,გაიცინებ,ასე გეგონება,დამწვარი ვლაპარაკობ.ჭეშმარიტად,მაიკო,ასე გულცივად განსჯა,ჯერ არ მქონია.ისეთი თავისუფალი ფიქრი მაქვს და ისეთი მტკიცე გული,რომ სამოცი წლის მოხუციც ვერ იქნება ჩემისთანა მოუსყიდელი მსაჯული.გაიხსენე დრონი წარსულნი და მაშინ შემიბრალებ.ყმაწვილობითვე შეჩვეული რაზედმე სული ძნელადღა გარდაიცვლის ჩვეულებას და,ვიდრემდის სრულიად გადაეჩვევა,მწარეა ტანჯვა და ბრზოლა მისი.
,,ძნელი არის მარტოობა სულისა,
მას ელტვიან სიამენი სოფლისა,
მარად ახსოვს მას დაკარგვა სწორისა,
ოხვრა არის შვება უბედურისა!
სენი ავადმყოფობა შევიტყვე,რა დაგემართა?თუ ფიქრობ,ისეთს რას იფიქრებ,რომ ბოლო არა ჰქონდეს,ისეთს რას მიიღებ,რომ არ დაკარგო?მიჩვენე კაცი,რომ მადლიერი იყოს ამ წუთისოფლისა!დაიმარხე მშვენიერება სულისა,უმანკოება გულისა!აი,ჭეშმარიტი ბედნიერება,უმაღლესი სიამე,რომელსაც კი კაცი წაიღებს ამ სოფლისგან.თუმცა აქიმბაში არა ვარ,მაგრამ ეს წამალი სიზმარშიც მაქვს ნასწავლი და ,თუ  დამიჯერებ,იმედი მაქვს რომ გარგებს.
                                                                            შენი მარად ერთგული ძმა

პოეტის მუზები
მისი პირველი სიყვარული ნინო ორბელიანი ყოფილა.პოეტის მუზათა შორისაა დელფინა ლაბიელიც. ის ფრანგი იყო და ოჯახთან ერთად საქართველოში ცხოვრობდა. მან ბარათაშვილი თავისი განსაკუთრებულობით, უცხოობით, სინაზითა და დახვეწილი თვისებებით მოხიბლა. პოეტის გატაცება იყო ქეთევან ერისთავიც. ამბობენ, მათ ერთმანეთი უყვარდათო... ცნობილია, რომ ქეთევანი ელიზბარ ერისთავზე ძალით გაათხოვეს...სიკვდილის წინ,სულ რამდენიმე ხნით ადრე,უცხო და მივარდნილ მხარეში,ნახჩევანში გადასახლებული პოეტი შეხვდა ხანის მშვენიერ ასულს,გონჩა-ბეგუმს,რომლის შესახებაც თავის ნათესავსა და მეგობარს,მაიკო ორბელიანს სწერდა.
  თუმცა,ბარათაშვილის უიღბლო სიყვარულის კერპი,რომელმაც გუთანივით გაატარა კვალი მის ცხოვრებაზე,ულამაზესი ეკატერინე ჭავჭავაძე იყო.ამბობენ,ეკატრეინეს მაინდამაინც არ უნდოდა დავით დადიანზე გათხოვება,თუმცა დედოფლის მდგომარეობა და გვირგვინი ის დიდი საფუძველი იყო,რომელმაც მაღალი გრძნობა გადაწონა.

დადიანების წყვილი 
თავდაპირველად ეკატერინე ჭავჭავაძე და დავით დადიანი ბედნიერად ცხოვრობდნენ,მაგრამ მათ მალე უბედურება დაატყდათ თავს-მიყოლებით სამი მცირეწლოვანი შვილი გარდაეცვალათ.ამ ტრამვამ ეკატერინეზე ძალიან იოქმედა:მან მოსვენება დაკარგა და ზუგდიდის სასახლეში ცხოვრებას ერიდებოდა;სიმშვიდის მოსაპოვებლად საქართველოში მოგზაურობა დაიწყო.გულის გადასაყოლებლად დავითმა ეკატერინეს სასახლის ბაღების ხელახლა დაპროექტება სთხოვა;წყვილმა მებაღეები უცხოეთიდან მოიწვია:შემოიტანეს ეგზოტიკური მცენარეების სახეობები და სამ თვეში ბაღი ედემად გადაიქცა.ამბობენ,ამ ბაღისთვის ზემოდან რომ დაგეხედათ,ხეები ისე იყო განლაგებული,ეკატერინე იკითხებოდაო.ცოტა ხანში მათ ვაჟი-ნიკო დადიანი(იმპერატორ I-ის ნათლული) შეეძინათ;შემდეგ კი-ანდრია,სალომე და თამარი.1853 წლის აგვისტოში 42 წლის ასაკში დავითი მალარიით გარდაიცვალა.რადგანაც ნიკო დადიანი ადმინისტრაციული საქმიანობისთვის ახალგაზრდა იყო,სამეგრელოს დე ფაქტო მმართველი და დედოფალი ეკატერინე გახდა.
        


ტატომ სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე ეკატერინე ჭავჭავაძეს უსახსოვრა თავისი ლექსების რვეული,რომელიც მას მუდამ თან დაჰქონდა და პეტერბურგში ახალგაზრდა ილია ჭავჭავაძეს აჩვენა.
ილიამ მყისვე შეაფასა ახალგაზრდა პოეტის ნიჭი  და ლექსების გამოსაცემად ძალისხმევა არ დაიშურა










 საბედისწერო თანხმობა
ბარათაშვილი ნახჩევანში მაზრის მმართველის მოადგილე იყო.ერთხელ მოულოდნელად გაიწვიეს თბილისში,თავის ძველ სამსახურში კანცელარისტად,რაც მისთვის საშინელი დარტყმა იყო.სნეული მამა,გაჭირვებასა და ვალებში ჩავარდნილი ოჯახი პოეტს მძიმე ტვირთად აწვა.დიდი მცდელობის შემდეგ მას თელავის უფროსის მოადგილის თანამდებობას სთავაზობდნენ,მაგრამ რატომღაც ვერ მიემგზავრება თელავში.ტატო შემთხვევით ხვდება განჯის მმართველ მამუკა ორბელიანს;ის მოადგილედ წაყვანას სთავაზობს პოეტს,რომელიც თანხმდება.განჯაში მალარია მძვინვარებდა.მიუხედავად ამისა,იძულებული იყო,ყაჩაღებისთვის ტყე-ღრეში ედევნა.მალე ლოგინად ჩავარდა.ორი კვირის თავზე სიღატაკესა და მარტოობაში გარდაიცვალა.
 1875 წელს გაზეთი ,,დროება'' პოეტის ნეშტის გადმოსვენების აუცილებლობაზე წერდა.მაგრამ ორმა ათეულმა წელმა ისე განვლო,რომ ამას არავინ გამოხმაურებია.
 გავიდა დრო...განჯელი კორესპონდენტი ბარათაშვილის საფლავის საშინელ მდგომარეობაზე იტყობინებოდა.ხელისუფლებას ეს არ აღელვებდა.გამოსავალი ერთი იყო-გადმოსვენება საზოგადოებას უნდა აეღო თავის თავზე.ამ საქმეს კი იმ პერიოდში ვინ ითავებდა თუ არა ილია ჭავჭავაძე.1893 წლის 25 აპრილს ბარათაშვილი განჯიდან თბილისში ჩამოასვენეს და დიდუბის ეკლესიის ეზოში დაკრძალეს,1938 წლის 15 ოქტომბერს კი-მთაწმინდაზე გადაასვენეს.



ბარათაშვილის ნეშტის დიდუბის პანთეონიდან მთაწმინდის პანთეონში გადასვენების ცერემონიალი.
მარჯვნივ:გიორგი ლეონიძე,კონსტანტინე გამსახურდია,პავლე ინგოროყვა,შალვა დადიანი,ალიო მირცხულავა.




პოეზია

მასზე წერდნენ

ლექსები ნიკოლოზ ბარათაშვილზე

1 comment: