ქართველები მას ,,უგვირგვინო მეფესაც''უწოდებენ,ეკლესიამ კი წმინდანად შერაცხა.მასაც ჰქონდა ახალგაზრდული გატაცებები...ნამდვილი სიყვარული კი ჭაბუკობისას ეწვია,მაგრამ სასიძოდ დაიწუნეს.ჩუმად მაინც ხვდებოდნენ.უზომოდ უყვარდათ ერთმანეთი სიცოცხლის ბოლომდე.ასეთ სიყვარულზე იშვიათად თუ გვსმენია.სიტყვაძუნწი მწერალი საყვარელი ქალისადმი მიწერილ წერილებში ძალიან სიტყვაუხვი ხდებოდა.საინტერესოა ვინ აუძგერა ასე მედგრად გული?

| დაბადების თარიღი: | 8 ნოემბერი, 1837 |
|---|---|
| დაბადების ადგილი: | ყვარელი |
| გარდაცვალების თარიღი: | 12 სექტემბერი, 1907 |
| გარდაცვალების ადგილი: | წიწამური |
| ეროვნება: | ქართველი |
| საქმიანობა: | მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, იურისტი და საზოგადო მოღვაწე |
| მიმდინარეობა: | კრიტიკული რეალიზმი |
იხ.ვრცლად
დაიბადა გადამდგარი ოფიცრის, თავად გრიგოლ ჭავჭავაძის ოჯახში. 10 წლისას გარდაეცვალა დედა — მარიამ ბებურიშვილი, 15 წლისას — მამა. დაობლებული ილიასა და მისი და-ძმების მოვლა-პატრონობა მამიდამ — მაკრინე ჭავჭავაძე-ერისთავისამ იტვირთა.
განათლება
გერცენის,დობროლიუბოვის,ჩერნიშევსკის ნააზრევს, რაც დაუკავშირა საკუთარი ხალხის პროგრესისათვის ბრძოლის მიზნებსა და ამოცანებს.
ნამდვილ სიყვარულამდე
იყო დრო,როცა ილიას სატრფო ბევრს სოლომონ ჭავჭავაძის ასული ეგონა.საქმე კი სხვაგვარად ყოფილა:შეძლებული თავადი ილიას მამას მოლაპარაკებია,რომ მის ვაჟს,პეტერბურგშ სწავლის დამთავრებამდე 400 თუმანს გაუგზავნიდა.სამაგიეროდ,ილიას,სწავლის დამთავრების შემდეგ,მისი ქალიშვილი ცოლად უნდა შეერთო.ეს შეთანხმება მწერლის გარეშე მომხდარა;როგორც ამბობენ,სტუდენტი ილია ამას დათანხმებია,თუმცა მძიმე ტვირთად კი აღიქვამდა.საქართველოში დაბრუნებულს ვალი მაშინვე გაუსტუმრებია და ამ პირობიდან თავი დაუღწევია.ის ქალი კი,რომელიც მას უნდა შეერთო,კოტე მარჯანიშვილის დედა გახდა...
ქვემოთ მოყვანილ დისადმი მიწერილ წერილში კი ჩაიკოვსკის ასული,მშვენიერი ალექსანდრა იგულისხმება,რომელსაც ილია ეტრფოდა.მას მოფერებით საშას,საშენკას ეძახდა,რაც ილიას ინიციალებს ემთხვევა:,,ჩ...სას'', ,,ს..ჩ..სას''.თავიდან მწერლის მიმართ გულგრილი არც ალექსანდრა ყოფილა;შემდეგ,ალბათ,გაუმხილა თავისი გადაწყვეტილება,რომ ცოლად სხვას მიჰყვებოდა,რასაც ილიას ლექსი ,,ჩ...სას'' მოჰყვა.
სამშობლოში დაბრუნებული ილია გულგატეხილი ყოფილა,რომ თბილისში რამდენჯერმე ჩამოსულ მეგობარს,კომპოზიტორ ჩაიკოვსკს (საშა მისი და იყო) არც კი შეხვედრია.
ჩემო დაო ნინო!
ერთი რამა მაქვს შენთვის სათხოვარი და თუ გიყვარდე,ამისრულე.ერთმა ქალმა ქალური ვერცხლის ქამარ-ხანჯალი მთხოვა და დავპირდი.შენი ჭირიმე,ნინუცი,ნუ გამამტყუნებ ამ ქალთან,მერე უნდა იცოდე რა ქალია!იმათ ოჯახში,როგორც შვილი ისე ვარ მიღებული,ისეთი დედ-მამა ყავს რომ თავი შემაყვარეს.თუ შეიძლება,შენი სულის ჭირიმე ნინო,სააღდგომოდ გამომიგზავნე:ვიცი,გიყვარვარ,თუმცა ცოტა ხელის მოჭერა გიყვარს,მაგრამ ჩემი სიყვარული გაგაბედინებს.
შენი ილია
ბრძოლი მოპოვებული სიყვარული...
გავიდა წლები...ილიამ გაიცნო ოლღა,მდიდარი მემამულის,თადეოზ გურამიშვილის ქალიშვილი.როდესაც თადეოზის ახლობლებმა ილიასა და ოლღას სიყვარულის ამბავი გაიგეს,არ ეჭაშნიკათ.უფრო მეტიც,ერთგან ოლღა ილიას სწერს:,,მამაჩემმა რომ შეიტყოს ჩვენი ამბავი,თოფით მომკლავს.''ძალიან იშვიათად,შეყვარებულები მაინც ახერხებდნენ შეხვედრას,რაც ხან ეკლესიაში წირვისდროს ხდებოდა,ხან რომელიმე საერთო ახლობლის ოჯახში.მაგრამ,როგორც ყოველთვის,სიყვარულმა აქაც გაიმარჯვა ილიამ და ოლღამაპრილის თვეში თბილისის სამების ეკლესიაში ფარულად დაიწერეს ჯვარი.ამ დროს ილია 25 წლის იყო,ოლღა კი 20-ის.
ჩემო კუკლუშკი!!!
უნდა იცოდე,რომ განძრახ შენს წყენას,შენს შეწუხებას,თავს მოვიკლავ და არ მოვინდომებ,იმიტომ,რომ ერთადერთი საგანი ჩემი ცხოვრებისა შენა ხარ.არ მიყვარს ამისთანების თქმა,მაგრამ რა ვქნა,რომ მათქმევინებ ხოლმე.ღმერთს ჩემთვის ალერსის ნიჭი და უნარი არ მოუცია და როცა მეტი გზა არ არის,რომ ალერსიანი სიტყვა უნდა ვუტხრა ვინმეს,მე თითონ ვწითლდები.გაწითლებას კიდევ გავუძლებდი,სულიერად ვიტანჯები ხოლმე.ასე მგონია,რომ გული გავიუპატიურე,როცა წმინდად გულში შენახული გრძნობა პირით გამოვთქვი.ეს მართალი გრძნობაა,რომელიც კატასავით მუდამ არა სჩხავის და მზეთუნახავად დაბინავებულა გულში..ამ სახით,ჩემო კარგო ოლიკოჯან,ერთხელ და სამუდამოდ მერწმუნე,რომ თუ მოჭრუბლულსა მხედავ,რგ ჩემს უგემურ ხასაითს მიაწერე და არა იმას,რომ შენს ბედნიერებას მე გულგრილად ვექცევი.ბევრჯერ მეტი სიტყვა მომივა ხოლმე,ბევრჯერ გუნება ისე მომეშლება,რომ ლაპარაკის თავი არ მაქვს,ბევრჯერ დაფიქრებული და ხმაგაკმენდილი დავეთრევი,-უფრო ხშირად არც მოცლა მაქვს და არც ხალისი ხმის ამოღებისა და გართობისა;შენ კი ამას სამდურავის მიზეზად ჰხდი და შენდობის მაგიერ,გულს მიკლავ ხოლმე.ესეც იცოდე,ჩემო საყვარელო კუკლუკი,რომ,როცა მაგისთანები მესმის შენგან,ის დღე ჩემთვის სიკვდილია.ამას არ გეუბნები ხოლმე და ვმალავ;და,აბა,სწორედ ეს ართქმა და მალვაა ის დიდი ჭირი,რომელიც კაცს ბოლოს უღებს და ნელ-ნელა სიცოცხლესა სწოვს;რაც შენ ეგ ხასიათი დაიჩემე,მას აქეთ მომწყდა წელი და ვგრძნობ,რომ სულითაც და ხორცითაც დღე და დღე უკან მივდივარ.თუ ჩემი სიცოცხლე გინდა,ძველებურადვე მოიბრუნე გული ჩემკენ და ყურს ნუ ათხოვებ ხოლმე,როცა წარბშეკრული ვზივარ და რაზედმე გულნაწყენი.შენ აქ არაფერ შუაში ხარ და თუ პატარას გაგებუტები ხოლმე,ეგ უნდა მაპატიო და შემინდო,იმიტომ,რომ შენი კარგად და მხიარულად ყოფნა ჩემი კარგად და მხიარულად ყოფნაა..ერთი სიტყვით,შაბათამდე დამაცადე და შაბათს მოვალ და ყურებს ავუწევ ჩემსუმადურ,მაგრამ ყოველთვის ერთგულ და საყვარელ კუკლუშკას,რომ მეორედ ამისთანები აღარ გაბედოს.აბა,დაფიქრდი,ჩემო კარგო და გულადო მეგობარო,ისეთი რა უნდა მაწყენინო,რომ გულში ჩავიდო და იმავ წამსვე წყალს არ მივცე?!შენ ჩემს სახეს ნუ უყურებ,მარტო ჩემს გულში ჩაიხედე და იქ ნახავ,რამოდენა სიყვარული მაქვს ჩემი კარგი ოლიკოსი....
ჭიქა წყლის სიამოვნება !...
ოლღა ხშირად ეჭვიანობდა თურმე,მუდამ ქმრის გვერდით ყოფნას ცდილობდა.ილიას მეფუტკრე იგონებდა:,,..ოლღა მუდამ თან ახლდა ილიას,თავის სიცოცხლის უკანასკნელ წუთებამდე.ერთხელ მე და ილია აივანზე ვისხედით,წყაროს მახლობლად,წინ პოლონელმა მსახურმა გაიარა. ,,მანია!''-დაუძახა ილიამ,ერთი ჭიქა წყალი თუ შეიძლება''.ქალმა მაშინვე მოართვა წყალი.ოლჭა მეორე სართულის აივანზე იჯდა და ყველაფერს ხედავდა... საჩქაროდ ჩამოირბინა კიბეები,გაირბინა აივანი,სადაც ჩვენ ვისხედით,მინდორზე დაეცა და მიწას თავს ურტყამდა.მე და ილია მისაშველებლად მივვარდით,ავაყენეთ,ცივი წყალი დავასხით და გრძნობაძე მოვიყვანეთ.
-ოლღა,გონზე მოდი!შენ ისევ შენებურად განაგრძობ,ნუ დაივიწყებ,რომ უკვე 70 წლის ვარ-უთხრა მას ილიამ
ოლღამ უსმინა,უსმინა და უთხრა:,,დაამთავრე ილია?ეხლა მე მომისმინე:ნუ დაივიწყებ,რა ბედნიერებაა ჩემთვის,რომ მოგიტანო ჭიქა წყალი,შენ კი ამ სიამოვნებას მართმევ....''
ილია,მოვდივარ!!!
ოლღა ყოველდღე დადიოდა ილიას საფლავზე,სანთლებს უნთებდა და ლოცულობდა.მთაწმინდაზე ბინა იქირავა და იქ დასახლდა,რათა ქმართან ახლოს ყოფილიყო.საფლავზე ხშირად ხედავდნენ შავით მოსილ მოხუც ქალს,რომელიც ხალხს ევედრებოდა:-სანთელი დაუნთეთ ილიას,ვითომც ტაძარი აგიგიათო.არავინ იცოდა,რომე ეს ოლღა იყო.მას მაშინაც ვერ სცნობდნენ,ლუკმა პურისთვის ბაზრობაზე დიდი მწერლის წიგნებს ყიდდა.როცა საფლავზე სიარული აღარ შეეძლო,აივნის მოაჯირთან სანთლით ხელში დგებოდა,მთაწმინდას გაჰყურებდა და ჩურჩულებდა:,,მოვდივარ,ილი,მოვდივარ!''
,,ჩემდა სანუგეშოდ ეს შენი წიგნებია.სანამ პირში სული მიდგას,ამით ვისიამოვნებ.
ჩემისთანა ბედნიერიარა მგონია,ვინმე ყოფილიყოს,მაგრამ სოფელი და ჟამი გრძელი ყოფილა.ეს წიგნები ჩემთან ერთად დაიმარხებიან''-ოლღა გურამიშვილი
მკვლელები და მოხუცი ოლღა
ამბობენ,როცა მწერალიმოკლეს,სამოცდაათს მიღწეულ ოლღა გურამიშვილს ქმრის წერილები თან ჰქონია.გამწარებული ქალი მკვლელებს უყვიროდა:,,ამ კაცს ნუ მომიკლავთ,მე მომკალით,თქვე ურჯულოებო!ეს ქვეყანას სჭირდება!'' და ქმარს მკერდით ეფარებოდა.მაგრამ მტრებმა ქმარს მოგლიჯეს,მოხუცს თოფის კონდახი ჩაარტყეს და გონდაკარგული ღელეში გადააგდეს...
ეს იყო საუკუნის მკვლელობა და სამარცხვინო ლაქა საქართველოს ისტორიაში...
ლევან გიგინეიშვილის ლექცია



No comments:
Post a Comment